ტენესის შტატმა Blockchain ტექნოლოგია და “ჭკვიანი კონტრაქტები” ლეგალურად სცნო

0
2977

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ჰესლემმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც Blockchain-სა და “ჭკვიან კონტრაქტებს” ლეგალურად სცნობს.

ტენესის შტატი ერთ-ერთი ბოლოა, რომელმაც Blockchain-ისა და “ჭკვიან კონტრაქტების” ლეგალურობა აღიარა. კანონპროექტი სენატში წარადგინეს, რის შემდეგაც კენჭისყრის დროს ორივე პალატამ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

“კანონპროექტის გაცნობის შემდეგ, Blockchain ტექნოლოგია და “ჭკვიანი კონტრაქტები” ელექტრონულ ტრანზაქციებში გამოყენებისათვის აღიარებულია ლეგალურ ქმდებად; ამასთანავე, დაცულია მომხმარებლის უფლებები და უზრუნველყოფილია ინფორმაციის დაცვა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით”,- აღნიშნულია კანონპროექტის ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ტენესის შტატში მიღებული კანონი ფლორიდისა და ნებრასკას შტატების კანოპროექტების იდენტურია. სამივე შემთხვევაში კანონპროექტი გულისხმობს ინფორმაციის შენახვასა და დაცვას Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით.

თუმცა, ნებრასკაში კანონპროექტი ერთხმად ჯერ არ არის მიღებული და ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება კენჭისყრა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი