ტაილანდი კრიპტო ტრეიდერებს გადასახადებისგან ათავისუფლებს

0
808

ტაილანდის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტო საგადასახადო რეგულაციები გაამარტივა, რათა ციფრული ვალუტების ბაზარზე ინვესტიციებს ხელი შეუწყოს.

ამ ახალი ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ კრიპტო მოგებაზე დაწესებული 15%-ანი გადასახადაი შეამცირა.

ახალი გადასახადი 7%-ს შეადგენს. თუმცა კრიპტო ტრეიდერები, ვინც ავტორიზებულ ბირჟებზე ახორციელებენ საქმიანობას, ამ 7%-იანი გადასახადისაგანაც გათავისუფლდებიან.

ახალი საგადასახადო პოლიტიკა ტრეიდერებს ასევე მისცემს საშუალებას წლის განმავლობაში განცდილი ზარალის შემთხვევაში აუნაზღაურდეთ იგი.

ეს უკანასკნელი კი საკმაოდ დიდი შეღავათია ტრეიდერებისათვის იმის ფონზე, რომ მთავრობების უმრავლესობა მხოლოდ საგადასახადო შემოსავლის წყაროდ განიხილავს კრიპტოვალუტას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს.

ახალი საგადასახადო შეღავათები 2022 წლის აპრილიდან ამოქმედდება და 2023 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

ასევე იმ შემთხვევაში თუ ინვესტორები კრიპტო სტარტაპებში, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, ინვესტირებას რეგულარულად განახორციელებენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი