Gold Bullion International-ის დამფუძნებელი: ბიტკოინი არის გზა თაღლითობის აღმოსაფხვრელად

0
1765

Gold Bullion International-ის დამფუძნებელმა დენ ტეფეირომ განაცხადა, რომ ბიტკოინის ღირებულება არის ის, რომ კრიპტოვალუტა თავისი არსით “სიმართლის მანქანაა”.

აღნიშნული განცხადება Gold Bullion International-ის დამფუძნებელმა მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.

”ეს არის გამოგონება და ვფიქრობ, რომ იგი გამოგონებად უნდა მოიხსენიებდეს და არა, სხვა სახელწოდებით. თქვენ იცით, რა არის ეს სინამდვილეში? ეს არის სიმართლის მანქანა. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველანაირი სახის თაღლითობა აღმოიფხვრეს”,- განაცხადა Gold Bullion International-ის დამფუძნებელმა.

ანალიტიკოსი მარკ მობიუსს კი განსხვავებული აზრი აქვს. ის მიიჩნევს, რომ ბიტკოინს ოქროთი გამყარება სჭირდება.

ციფრული ვალუტის რისკებთან დაკავშირებით მობიუსი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის მიღმა კიდევ რაიმე უნდა არსებობდეს.

როდესაც CNBC–ს ჟურნალისტმა მარკ მობიუს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა იგი, რომ ბიტკოინს აქვს ღირებულება, ცნობილმა ინვესტორმა თავიდან აიცილა კითხვაზე პასუხის გაცემა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამყაროს ნამდვილად სჭირდება კრიპტოვალუტა, რომელიც ოქროთი იქნება მხარდაჭერილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი