Deutsche Bank-ი კრიპტოინვესტიციებს ხუთიდან ათ წელიწადში ლეგიტიმურს გახდის

0
3762

Deutsche Bank-ის მთავარი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელი მარკუს მიულერს წინადადება შემოაქვს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება კრიპტოინვესტიციებს ხუთიდან ათ წელიწადში ლეგიტიმურს გახდის.

“მას შემდეგ, რაც უსაფრთხოება და შესაბამისი ნდობა შეიქმნება, კრიპტოვალუტა შეიძლება შეფასდეს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული აქტივი”-აღნიშნა მარკუს მიულერმა.

ბიტკოინის ფასის ზრდას, ტრადიციულად მოყვება ხოლმე Deutsche Bank-ის ნეგატიური ხედვა. ბანკის ანალიტიკოსი მასაო მურაკი იანვრის შუა რიცხვებში აცხადებდა, რომ ტრადიციული აქციების სტაბილურობა ინვესტორებს უბიძგებს უფრო “სარისკო აქტივობებში” მაგალითად, ბიტკოინში, კაპიტალის დაბანდებას.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების რეგულაციებთან მიმართებაში გერმანიას მეზობელი შვეიცარიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. თუკი, შვეიცარია კეთილგანწყობილია ბიტკოინისა და ზოგადად, კრიპტოვალუტების მიმართ გერმანია ციფრული ვალუტის რეგულირებას საერთაშორისო დონეზე ითხოვს.

რეგულაციების შესახებ ბლუმბერგთან ინტერვიუში მარკუს მიულერმა აღნიშნა: “ადამიანები, რომლებიც კაპიტალს დებენ კრიპტოვალუტაში საჭიროა მათთან ერთად მუშაობა რეგულაციებთან დაკავშირებით”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი