ვენესუელამ კრიპტოვალუტის მაინინგი ლეგალურად სცნო

0
2426

ვენესუელის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი “სრულიად კანონიერი საქმიანობაა”. აქვე აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კრიპტოვალუტა პეტროს “პრისეილი” დაანონსა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “კრიპტოვალუტის ზედამხედველმა” კარლოს ვარგასმა დაადასტურა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები არ არღვევეს კანონმდებლობას.

“დღესდღეობით, მაინინგი სრულად არის ლეგალური”, – აცხადებს კარლოს ვარგასი. ეს იმის ფონზე, როდესაც გასულ წელს, ვენესუელის ხელისუფლება მაინინგთან დაკავშირებით გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბრობდა.

“უზენაესი სასამართლოსთან შეხვედრები გვქონდა, სადაც საუბარი იყო იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც წინა წლებში ციფრულ ვალუტასთან კავშირისთვის დააპატიმრეს”.- აღნიშნა ვარგასმა. როგორც ცნობილი გახდა, ამ ადამიანებს სასჯელი მოეხსენებათ.

ვენესუელას პარლამენტი ოპოზიციურად არის განწყობილი ნიკოლას მადუროს მიმართ. პარლამენტი ჯერ კიდევ 2016 წელს დაუპირისპირდა პრეზიდენტს ციფრული ვალუტის საკითხებთან მიმართებაში, ხოლო ამ წლის იანვარში პარლამენტმა კრიპტოვალუტას “თაღლითობაც” კი უწოდა.

კრიპტოვალუტა პეტროს ზურგს ვენესუელის ნავთობი გაუმაგრებს. ერთი ტოკენი ერთი ბარელის ექვივალენტი იქნება. ეს მონაცემები იძლევა საშუალებას, რომ 100 მილიონი პეტროს საბაზრო ღირებულება 6 მილიარდ დოლარს შეადგენდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი