განა ციფრული ვალუტის მიღებას გეგმავს

0
896

Paxful-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რეი იუსეფმა განაცხადა, რომ დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანა განა კრიპტოვალუტის მიღებას აპირებს. მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით კი, ქვეყანა შესაძლოა, გახდეს კონტინენტის ლიდერი.

Blockchain ანალიტიკური პლატფორმის Chainalysis-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ განას აქვს პოტენციალი, მიაღწიოს კრიპტოვალუტების ათვისების ისეთ დონეს, როგორიცაა კენიასა და ნიგერიაში, ქვეყნებს, რომლებიც მე-11 და მე-19 ადგილს იკავებენ ანალიტიკური ფირმის გლობალური კრიპტო მიღების ინდექსში.

რეი იუსეფმა განაცხადა, რომ განას სავაჭრო მოცულობა მათ P2P ბირჟაზე 400%-ით გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. Chainalysis-მა ასევე აღნიშნა, რომ იუსეფის მიერ მოწოდებული შეხედულებები განას შესახებ შეესაბამება მათ მონაცემებს და, შესაბამისად, რეალობას.

ანალიტიკურმა ფირმამ დასძინა, რომ განას გარდა, სხვა სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნებს ექნებათ კრიპტო მოხმარების უფრო მაღალი დონე, რადგან ბევრ მაცხოვრებელს შეუძლია ფინანსური პრობლემა კრიპტოვალუტის გამოყენებით მოაგვაროს.

Africa Money & DeFi სამიტზე, კვამე ოპონგმა, განას ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ ქვეყანა ტესტირებას ახორიცელებს და ემზადება ქვეყნის ცენტრალრი ბანკის ციფრული ვალუტის გამოსაშვებად.

Oppong-ის თქმით, ისინი CBDC-ს ქვეყნის შიგნით ფინანსური ინკლუზიის ხელშეწყობისთვის ახორციელებენ. აღმასრულებელი ხელისუფლება თვლის, რომ კრიპტოს მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობების გამო მისი მიღების და გამოყენების პოტენციალი საკმაოდ დიდია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი