ბრიტანეთის მარეგულირებელი ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

0
2303

ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირებელი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ არსებობს თაღლითობის საფრთხე და რომ ზოგიერთი საინვესტიციო კომპანია ლეგალურ ფირმად ასაღებს თავს და ამბობს, რომ მისი საქმიანობა მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ არის.

ბრიტანეთში თითქმის ყველა იურიდიული პირი, რომელიც ჩართულია ფინანსური მომსახურეობის სფეროში უნდა იყოს უფლებამოსილი ან რეგისტრირებული საფინანსო მარეგულირებლის მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი უზრუნველყოფს თაღლითური კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და შემდეგ კლიენტებისთვის მიწოდებას.

ბრიტანეთის მარეგულირებელმა უწყებამ ასევე მიუთითა, რომ ინვესტორებმა ფინანსური მომსახურების ფირმებთან ურთიერთობის დაწყებამდე საჭიროა კომპანიები რეესტრში შეამოწმონ, რათა დარწმუნდნენ მოცემული კომპანიების კანონიერად საქმიანობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, რომ, ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის მარეგულირებელი გლობალური ფინანსური ინოვაციების ქსელის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა მიზნად ისახავს მარეგულირებელსა და fintech კომპანიებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი