ავსტრალიურ კრიპტოვალუტის ბირჟას სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნა უწევს

0
852

ავსტრალიური კრიპტოვალუტის ბირჟა Swyftx-ი თანამშრომლებს 21%-ით ამცირებს.

Swyftx-ს მოუწია თავისი პერსონალის 21%-ის გათავისუფლება ხარჯების შესამცირებლად, რომლის მიზეზიც ის გახლავთ, რომ ბირჟას გლობალური ბაზრის ნეგატიური ციკლის გავლა უწევს.

აღმასრულებელი დირექტორების ალექს ჰარპერისა და რაიან პარსონსის, ცოტა ხნის წინ, გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 74 კოლეგის განთავისუფლება უწევთ იმის გამო, რომ მაშინდელი ეკონომიკური კლიმატი როდესაც მათი დაქირავება მოხდა და დღევანდელი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობთ გაურკვეველ ბიზნეს გარემოში, სადაც შიდა ინფლაციის დონეები გაურკვეველია, სადაც მზარდი საპროცენტო განაკვეთებია, უაღრესად არასტაბილურია.

ჩვენ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსირით ის ფაქტი, რომ აღნიშნული თანამშრომელბის გათავისუფლება არის უკიდურესი გადაწყვეტილება, რაც კომპანიამ მიიღო ზემოღნიშნული მიზეზების გამო და ეს ფაქტი არანაირად არ ასახავს ამ თანამშრომლების შრომისუნარიანობას და არავის ეპარება ეჭვი მათ ნიჭიერებაში”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი