BitFury-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

0
1181

ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტის ყოფილი მაკონტროლებელი, ბრაიან ბრუქი კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია, BitFury-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

Bitfury-ის განცხადების თანახმად, ბრუქი გასულ პარასკევს დაინიშნა. ამჟამად ბრაიან ბრუქი დაფინანსების ახალი რაუნდისთვის ემზადება.

Bitfury-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ვავილოვი იქნება მთავარი Vision ოფიცერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

“ბრუქი უხელმძღვანელებს დაფინანსების ახალ რაუნდს. გაზრდის მაინინგ ბიზნესს რევოლუციური ახალი მიკროჩიპის დიზაინით და ახალი გლობალური მონაცემთა ცენტრის მდებარეობებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

Bitfury-ის ბოლო დაფინანსების რაუნდი 2018 წელს შედგა. მაშინ კომპანიამ 80 მილიონი დოლარი შეაგროვა.

ყოფილმა დირექტორმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ კომპანია განიხილავს სახსრების მოზიდვას პოტენციური საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) საშუალებითაც.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ Bitfury-მ ნორვეგიულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო. შეთანხმების ფარგლებში, LIAN ჯგუფი ხელს უწყობს Bitfury-ს Blockchain ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი