ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებულია

0
845

ორშაბათს, პირველ ნოემბერს ციფრული ვალუტების კურსმა მცირედი კლება განიცადა. ბიტკოინის კურსი შემცირდა და კვლავ 61.000 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირაა კრიპტოვალუტების ფასები საკმაოდ მერყევი იყო, მაგრამ კურსის მკვეთრ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1%-ით შემცირდა. საბოლოოდ ბიტკოინის ფასი 61.031 დოლარზე დაფიქსირდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი დღის მეორე ნახევარში ოდნავ მერყეობდა. კურსმა შემცირება 61.318 დოლარიდან დაიწყო.

რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტამ ბოლო 24 საათის მანძილზე 0.18%-იანი ზრდა აჩვენა. თუმცა კურსის ზრდის ეს პროცენტული მაჩვენებელი არ აღმოჩნდა ისეთი დიდი, რომ ალტკოინს 4.500 დოლარის ნიშნულისთვის მიეღწია. ამიტომ დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 4.324 დოლარზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 639 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი