მაინინგის კომპანიამ საქმიანობის განვითარებისთვის 75 მილიონი დოლარი შეაგროვა

0
1106

ბიტკოინის მაინინგის კომპანია Blockcap-ი 75 მილიონი დოლარის ინვესტირების რაუნდს დახურავს.

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე სწრაფად მზარდმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, Blockcap-მა ინვესტიციები მოიპოვა, რაც მომავალი წლისთვის მნიშვნელოვანი გაფართოების საფუძველს იძლევა.

საუბარია Off Chain Capital-ისა და Foundry Digital-ის ინვესტიციაზე. მათ 75 მილიონი დოლარი შეიტანეს უკანასკნელი დაფინანსების რაუნდში.

დაფინანსება განხორციელდება კომპანიის მაინინგის ოპერაციების მატებისა და აშშ–ში ციფრული ვალუტების მუდმივი ზრდის ხელშესაწყობად.

ამ ეტაპზე კომპანიას, ყოველდღიურად, 7 ბიტკოინის მოპოვება შეუძლია.

კომპანია 2021 წლის მეოთხე კვარტალში 40.000–ზე მეტ Bitcoin miner–ის დამატებას აპირებს, რომელთა ოპერატიული სისტემა არსებულზე მეტად გაუმჯობესებული იქნება.

Blockcap-მა მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე ახალი თანამშრომლების ასაყვანად პოზიციები დაამატა. Blockcap–ის შეფასებით, კომპანიის მაინინგის ტექნიკა მეორად ბაზრებზე 270 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად არის კერძო მფლობელობაში და გააჩნია საკუთარი ელექტრო ენერგიის წარმოების და უზრუნველყოფის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ Blockcap-ი 2020 წლის დეკემბერში დაარსდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი