ინდოეთის კრიპტო საზოგადოება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

0
1439

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. საქმე აღძრულია ბანკების მხრიდან კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის თაობაზე.

სასამართლომ სამდღიანი განხილვა დაასრულა. საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

2019 წლის ზაფხულში მედიით გავრცელდა კრიპტოვალუტისა და Blockchain კვლევითი კომპანიის Crebaco Global Inc–ის აღმასრულებელი დირექტორის, სიდჰარტ სოგანის მოსაზრება. ის მიიჩნევდა, რომ ინდოეთი დაკარგავდა 12,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზარს, თუკი ქვეყანაში ციფრული ვალუტით ვაჭრობა აიკრძალებოდა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა დუმილი დაარღვია. როგორც ცნობილი გახდა, კრიპტოვალუტის კანონპროექტზე, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ითვალისწინებდა, მისი დეპარტამენტი მუშაობდა.

ინდოეთის ფინანსთა და კორპორაციულ საქმეთა მინისტრი, ნარმანა სიტარამანი კრიპტო ინდუსტრიას ხარვეზიანს და არასრულფასოვანს უწოდებდა.

ციფრული ვალუტის აკრძალვასთან დაკავშირებით მინისტრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “კომიტეტმა საკითხზე დიდი სამუშაოები ჩაატარა. თუ მე შევადარებ ერთმანეთს რამდენიმე ქვეყანას, სადაც გაკეთებულია მსგავსი ტიპის კვლევა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად გამოვიკვლიეთ ეს სფერო”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი