ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი კრიპტო სექტორის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
882

ბრაზილიის არჩევნებში ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა ლუის ინასიო ლულა და სილვამ. არჩევნები პირველ ტურში ვერ დასრულდა. სილვამ გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, სილვამ ბრაზილიის მოსახლობის 50,9% მოსახლობის ხმები მიიღო, რაც დაახლოებით 60 მილიონი ადამიანია.

აღსანიშნავია, რომ ის ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს 2003-2010 წლებში იკავებდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ლულამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები იმსახურებენ ხელისუფლების ყურადღებას და მოუწოდებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შექმნას სისტემა ციფრული ვალუტებისათვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება, რაშიც ფულის გათეთრება და სხვადასხვა უკანონო ფინანასური საქმიანობები მოიაზრება.

სილვა ასევე დიდი ხანია, რაც იცნობს და მხარს უჭერს ბრაზილიის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ჰენრიკე მეირელეს, რომელიც სექტემბერში კრიპტო ბირჟა Binance-ში მრჩეველის პოსტს იკავებდა.

ახლად არჩეული პრეზიდენტი დიდ ცვლილებებს გეგმავს და ამ ცვილელებში კრიპტო სივრცეც მოიაზრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი