ანალიტიკოსი: ჩინური ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბიტკოინის მაინინგზე მოთხოვნა გაიზრდება

0
1172

Stack Funds-ი არის ჩინური კრიპტო საინვესტიციო კომპანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის საბაზისო ფასი ჯერ კიდევ დაუდგენელია. ანალიტიკოსები ამ პროცესს ჩინეთში ახალი წლის დადგომასთან აკავშირებენ. ჩინური კალენდრის მიხედვით, 12 თებერვალს ახალი წელი დგება, რაც განაპირობებს ფასის არასტაბილურ ცვალებადობას, რადგან ჩინელი მაინერები აქტიურად ახორციხლებენ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს, მოახლოებული ერთდღიანი არდადაგების ფონზე.

აღსანიშნავია რომ, გლობალური ბიტკოინის მაინინგის 60%-ზე მეტი ჩინეთში მდებარეობს. Stack Funds- ის კვლევის ხელმძღვანელმა, ლენარდ ნეომ ივარაუდა, რომ ჩინელი მაინერების მხრიდან ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზრდება.

მკვლევარმა აღნიშნა, რომ მაინერების პოზიციის ინდექსმა (MPI), ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა, რაც მიუთითებს ბიტკოინის ფასის შემდგომ მატებაზე.

”მომავალი ჩინური ახალი წლის არდადეგების ფონზე, ჩვენ, ველით ფასებზე ზეწოლას მოკლევადიან პერიოდში, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე ახალი მომხმარებლების გამოჩენას, რადგან ამჟამად დაწეული ფასი კარგი შესაძლებლობაა ახალი შესყიდვების განსახორცილებლად”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ლენარდ ნეომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი