ბიტკოინის კურსი შემცირებულია

0
1810

დღევანდელი მონაცემებით, ციფრული ვალუტის ბაზარმა კლება განიცადა.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 6 იანვარს ყველაზე დაბალ დონეზე აღმოჩნდა.

6 იანვარს ბიტკოინზე ვაჭრობა 43.565 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 43.565 დოლარს შეადგენდა.

კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 42.645 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 43.160 დოლარზე დაიხურა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის კურსი 43.000 დოლარის პოზიციას ინარჩუნების. თუმცა წინა დღის მაჩვენებლებთან შედარებით ფასი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე მაღალი ფასი 31 დეკემბერს 48.472 დოლარზე დაფიქსირდა. კრიპტოვალუტის ყველაზე დაბალი კურსი კი დღეს, 42.645 დოლარზე აღმოჩნდა.

მიუხედავად ფასის რყევისა, ბიტკოინი უმსხვილესი კრიპტოვალუტის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. ციფრული ვალუტის ბაზარზე ბიტკოინის წილი 40%-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი