კერძო კომპანიების მიერ ბიტკოინის შესყიდვის რაოდენობა 2021 წელს გაიზარდა

0
788

კერძო კორპორაციების მიერ ბიტკოინის შესყიდვების რაოდენობა 2021 წელს საგრძნობლად გაიზარდა.

“ტვიტერის” პოსტის თანახმად, ქსელის ანალიტიკოსმა, ვილი ვუმ განაცხადა, რომ საჯარო კომპანიებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით ბიტკოინს ფლობენ, ბაზრის წილი Spot ETF-ებიდან მოიპოვეს.

2021 წლის, 3 და 4 თებერვალს MicroStrategy-ის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „ბიტკოინი კორპორაციებისთვის“ ვილი ვუს მიერ გაკეთებული განცხადება ბევრად არგუმენტირებუად იქნა წარმოჩენილი.

აღნიშნული კონფერენცია მინდინარეობდა ონლაინ და მიზნად ისახავდა იურიდიული მოსაზრებების გაცნობას კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბიტკოინის ინტეგრირებას თავიანთ ბიზნესსა და რეზერვებში.

MicroStrategy არის მაიკლ სეილორის მიერ დაარსებული ბიზნეს კომპანია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უჭირავს მსოფლიო მასშტაბით და ასევე ცნობილია ბიტკოინის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით. ამჟამად, კომპანია თითქმის 6 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტებს ფლობს.

მაიკლ სეილორის კომპანიამ კიდევ 1.914 ბიტკოინი შეიძინა, რაც ჯამში თითქმის 94 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. კომპანიამ მოიპოვა 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ბიტკოინის საწყისი შეძენის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ MicroStrategy-ს აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინს ციფრული საკუთრებად მიიჩნევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი