ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 100.000 დოლარამდე გაიზარდოს

0
1387

PlanB-ის ანალიტიკოსების პროგნოზით ბიტკოინის ფასის მომდევნო სავარაუდო დონე 100.000 დოლარია.

ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტამ ამ დონეს შესაძლოა, დეკემბრის მიწურულს მიაღწიოს.

გამომდინარე იქიდან, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 49.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს ანალიტიკოსები პროგნოზის გამართლებას ელოდებიან.

თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ბიტკოინის კურსის კლების რისკიც. იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტის ფასი დაიკლებს სამიზნე ნიშნული 30.000 დოლარი იქნება.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 49.002 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 49.347 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 46.405 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 46.942 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის მაძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1%-ით არის გაუმჯობესებული.

ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 43.9%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 27 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 882 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი