Atari-მ და ICICB Group-მა ხელშეკრულება შეწყვიტეს

0
843

ცოტა ხნის წინ ვიდეო თამაშების ყოფილი გიგანტის Atari-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ პარტნიორ ICICB Group-თან სალიციენზიო ხელშეკრულება შეწყვიტა.

ამ ორმა კომპანიამ ერთობლივად შექმნეს Atari Chain, ასევე ცნობილი როგორც Atari Token (ATRI).

თუმცა, კომპანიამ აზრი შეიცვალა, აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დღეიდან ICICB არ არის უფლებამოსილი წარმოადგინოს Atari ან მისი ბრენდები.

Atari უარყოფს ყოველგვარ ინტერესს ერთობლივი საწარმოს მიმართ, რომელიც ამჟამად Atari Tokens-ის სახელით არის ბირჟაზე განთავსებული და ყველა არსებული სოციალური ქსელი თუ ვებგვერდი, რომელიც ამ მონეტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს კომპანიის კონტროლის მიღმაა.

Atari გეგმავს შექმნას, გაავრცელოს და მართოს მხოლოდ ერთი ახალი საკუთრების ნიშანი, რომელიც თამაშებზე იქნება ორიენტირებული.

როგორც ჩანს, ATRI-ს ტოკენის ინვესტორებს დროებით შესვენების აღება მოუწევთ.

კომპანია აცხადებს, რომ არსებული ტოკენები და მათში ჩადებული ინვესტიია, გაიყინება, მაგრამ არ გაქრება. მისი ღირებულება და აქტივების ოდენობა ახალადშექმნილ პროდუქციაში მოიყრის თავს და ინვესტორებსაც შეეძლებათ ინვესტიციის გაზრდა ან შემცირება, სურვილისამებრ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი