ანალიტიკოსები: ბიტკოინის სამიზნე დონე 12.000 დოლარია

0
1183

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის კურსი 12.000 დოლარს მიაღწევს.

ბიტკოინის სამიზნე დონე ამ ეტაპზე 12.000 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს მომდევნო დონე 12.500 დოლარი იქნება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი “ვიწრო დიაპაზონში” მოქმედებდა, მაგრამ ტენდენცია შეიცვალა. ბიტკოინის კურსმა ზრდა დაიწყო და 11.000 დოლარის ნიშნული დასძლია.

ამ უზარმაზარმა გარღვევამ განაპირობა ისიც, რომ ფასი 10.600 დოლარიდან 11.500 დოლარამდე გაიზარდა.

გუშინ კრიპტოვალუტის კურსი შემცირებული იყო. CoinMarketCap-ის 14 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 11.350 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ეს კი იმ ფონზე, როდესაც 13 ოქტომბერს ბიტკოინის კურსის ნიშნული 11.425-სა და 11.548 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ბიტკოინის კაპიტალიზაცია კვლავ 210 მილიარდი დოლარის ნიშნულზე ფიქსირდება. ციფრული ვალუტის საბაზრო წილი კი 58.7% შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი