ამერიკელი მილიარდერი სტენლი დრაქენმაილერი ბიტკოინს უნდობლობას უცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის ეკონომიკური კლუბის, Key Square Capital-ის დამფუძნებელ სკოტ ბესენტთან საუბრისას, სტენლი დრაქენმაილერმა განაცხადა, რომ ის ჯერ არ არის დაინტერესებული იმით, რომ საკუთარი 4.4 მილიარდი დოლარი კრიპტოვალუტაში გადაიტანოს.
“მე არ ვფიქრობ, რომ მე ნეანდერტალელი ვარ. მე უბრალოდ არ მსურს ბიტკოინის ყიდვა”,-აღნიშნა სტენლი დრაქენმაილერმა.
სტენლი დრაქენმაილერმა იქვე დასძინა, რომ იგი არ აპირებს არც გრძელვადიანად და არც მოკლევადიანად ბიტკოინის ფლობას. მისი მოსაზრებით, გაუგებარია რატომ არის ბიტკოინი ღირებული აქტივი.
სტენლი დრაქენმაილერისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს Apple-ის თანადამფუძნებელს სტივ ვოზნიაკს. ბიტკოინის შესახებ მან განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ისეთი რამ, რაც საყოველთაოდ ღირებულია.
როდესაც Bloomberg-ის ჟურნალისტმა ვოზნიაკს ჰკითხა ელოდება, თუ არა რომ ბიტკოინი მომავალში მსოფლიო ვალუტა გახდება მან უპასუხა:
“ჩვენ ვნახეთ ზოგადად კრიპტოვალუტის მასიური დაცემა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არის საყოველთაო ეკონომიკური ღირებულება”.