კვლევა: NFT-ის ვაჭრობის მოცულობა იანვრიდან 98%-ით იკლებს

0
965

Dune Analytics-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, Blockchain სფეროში NFT-ის ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა 114,4 მილიონ დოლარამდე დაეცა.

ეს სტატისტიკა 98%-იან ვარდნაზე მიუთითებს, რადგან იანვრის დასაწყისში აღნიშნული მონაცემი 6,2 მილიარდი დოლარი იყო.

ყოველკვირეული NFT ვაჭრობის მოცულობა აპრილის დასაწყისში 146,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, სანამ მაისში მკვეთრი ვარდნა არ განიცადა კრიპტო სივრცეში დამდგარი ფასის ვარდნის პერიოდში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, საფულეების რაოდენობა, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ერთ NFT-ს გაიზარდა 6,14 მილიონამდე.

იანვრის დასაწყისში კი ეს რიცხვი 3,36 მილიონი იყო. NFT ბაზრებმა ასევე განიცადა მასიური ცვლილება წლის დასაწყისიდან, სადაც ბაზარი LooksRare იყო პასუხისმგებელი დოლარის ვაჭრობის მოცულობის უმეტეს ნაწილზე.

NFT-ების ფასი ასევე მკვეთრად დაეცა, რომელიც ეთერიუმის ფასის პარალელურად უფრო განისაზღვრება ბაზარზე, რადგან ეს არის ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტა, რომელიც გამოიყენება ციფრული კოლექციების შესაძენად და გასაყიდად.

ამჟამად, NFT თითო გაყიდვაზე საშუალოდ მხოლოდ 285 დოლარის მოგებას ნახულობს. ეს რიცხვი იანვრის დასაწყისში დაახლოებით 2000 დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი