4 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1254

ოთხშაბათს, 4 ივნისს კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად დაეცა.

ბიტკოინის ფასი 8.000 დოლარის ქვემოთ მოექცა. გუშინ ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6.7%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი ფასი 7.865 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის კლებამ 8.78% შეადგინა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად შემცირდა ეთერიუმის ფასიც. ალტკოინის ფასი 247 დოლარამდე დაეცა. დღის განმავლობაში ეთერიუმმა დაახლოებით 6.36% დაკარგა.

კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასის შემცირების მაჩვენებელი 8.7% იქნება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 254 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 30 მაისს ციფრული ვალუტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 286 დოლარს შეადგენდა.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ბაზარზე დომინირება 55.8%-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი