80 000-ზე მეტ ბიტკოინის ინვესტორს მილიონერის სტატუსი კრიპტო ბაზრის ვარდნის გამო გაუუქმდა.
BitInfoCharts-ის მონაცემების მიხედვით, 12 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ბიტკოინმა თავისი ფასის მაქსიმუმი 69,000 დოლარი დააფიქსირა, რამდენიმე დღის შემდეგ მსოფლიოს 108,886 BTC მილიონერი შეემატა, რადგან მათ ანგარიშებზე არსებულმა ბიტკოინმა მილიონ დოლარს გადააჭარბა.
დღეს კი, როდესაც ბიტკოინის ფასი ცდილობს შეინარჩუნოს ღირებულება და ავიდეს 20,000 დოლარამდე, მსოფლიოს მასშტაბით სულ რაღაც 26,284 კრიპტო მისამართზე ფიქსირდება 1 მილიონ დოლარზე მეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილიონერების რაოდენობა 75%-ზე მეტით შემცირდა მთელი პერიოდის განმავლობაში.
ბიტკოინის ფასის დრამატულმა ვარდნამ ასევე იმოქმედა იმ ინვესტორების რაოდენობაზე, ვინც ამაყობს ბიტკოინის საფულით, რომლის ღირებულება 10 მილიონ დოლარზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ნოემბერში იყო 10,587 მისამართი მინიმალური ფულადი ღირებულებით 10 მილიონი დოლარი, დღეს მხოლოდ 4,342-ს აქვს იგივე სტატუსი, რაც 58%-ით ნაკლებია.
ბიტკოინის ყოფილი მილიონერების წმინდა ღირებულების შემცირების მიუხედავად, ბაზარს 13000-ზე მეტი ახალი „wholecoiner“ – საფულე დაემატა, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ბიტკოინს.