OpenSea მონაცემების გაჟონვას ჰაკერებს უკავშირებს

0
977

OpenSea-მ, მსოფლიოში უმსხვილესმა NFT ბაზარმა, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ საინფორმაციო ბიულეტენებისა და კამპანიების მართვის პლატფორმა Customer.io-ის თანამშრომელმა, შემთხვევით მათი მომხმარებლების ელფოსტები გაასაჯაროვა, საზოგადოებას ამის შესახებ გააფრთხილა.

დარღვევამ იმოქმედა ყველა იმ მომხმარებელზე, ვინც თავისი ელ.ფოსტა ბაზარს მიაწოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს ერთჯერადად გამოიყენეს, თუ პირი პლატფორმის მუდმივი მომხმარებელი იყო. დარღვევის შემდეგ OpenSea-მ მომხმარებლები ფიშინგის პოტენციურ საფრთხეზე გააფრთილა და მოუწოდა მეტი ყურადღება გამოიჩინონ მომავალში საეჭვო წერილებისადმი.

NFT ბაზარმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს უკვე აცნობა და ისინი მაქსიმალურად სწრაფად აწარმოებენ გამოძიებას.

პლატფორმა აღნიშულ ფაქტს ჰაკერულ თავდასხმას უკავშირებს, რაც პირველი შემთხვევა არ იქნება მათთვის, თუნდაც მიმდინარე წელს.

მათ ამ წლის მაისში უკვე გამოსცადეს ჰაკერული თავდასხმა, რა დროსაც Discord სერვერი გატეხეს.

პლატფორმა იანვარშიც გახდა თავდასხმის მსხვერპლი. ამ დროს თავდამსხმელებს საშუალება მიეცათ ბაზარზე განთავსებული NFT-ები უკანონოდ მიეთვისებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი