კალიფორნიის შტატში მაინინგის ბიზნესი ბუნებრივ გარემოს არ დააზიანებს

0
1279

Decarbbitcoin Labs-ი არის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ორიენტრირებული ცენტრი, რომელიც Community Electricity–მ დააფუძნა. კომპანია კალიფორნიის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მონაწილეობას იღებს.

ამიტომ Community Electricity საზოგადოებას პირველ პროტოტიპს ბიტკოინის მაინინგისათვის სთავაზობს. Decarbbitcoin Labs-ის ამ ღონისძიების მიზანია დაანახოს საზოგადოებას, თუ რამდენად ეკოლოგიურად სუფთა შეიძლება იყოს კრიპტოვალუტის მოპოვება.

კომპანიის თანადამფუძნებელმა, ოსტინ დევისმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი სამართლიანობის საზოგადოებები შტატში 1 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებას სხვადასხვა მცდელობისთვის იღებენ, მათ შორის უძრავი ქონების და ტრანსპორტირების სექტორების სუფთა ელექტროფიკაციისთვის.

”ეს ატრიბუტები წარმოადგენს მაღალ ღირებულებას საზოგადოებისათვის, რადგან ელექტროენერგია ადგილობრივადაა წარმოებული და სუფთა, რაც რა თქმა უნდა, მინიმუმამდე ამცირებს ხარჯებს რეალიზაციისთვის”,- აღნიშნა ოსტინ დევისმა.

Decarbbitcoin Labs-ი აერთიანებს ყველა ამ ატრიბუტს და იყენებს ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანია ბიტკოინის მოპოვება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ კალიფორნიის შტატი იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც გადადგა ნაბიჯები ეკოლოგიური სამართლიანობისაკენ. ამასთანავე, ადგილობრივი მმართველო ორგანო ამ კუთხით საგრანტო პროგრამებს ყოველწლიურად გასცემს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი