აფრიკის ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა, Blockchain ტექნოლოგია დაეხმაროს

0
1167

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ Blockchain-ს მსგავსი განვითარებადი ტექნოლოგიები აფრიკაში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Blockchain ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მახიასიათებელი მონაცემების შეუფერხებლად წვდომა და უსაფრთხო გაზიარების შესაძლებლობაა.

ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ჯანდაცვის სისტემები მაინც მუშაობს.

თუმცა, როგორც წესი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მონაცემთა მოწესრიგება და უსაფრთხოდ შენახვა არის. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემა კი სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავების მყისიერი საშუალებას ფლობს. ეს კი რიგ შემთხვევებში სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

თებერვლის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამირომ ჯანდაცვის სფეროსთვის Blockchain პლატფორმა შექმნა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა მიზნად ისახავდა სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესებას. პლატფორმა მომხმარებლებს სამედიცინო დაწესებულებებისა და ლიცენზირებული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაშიც დაეხმარებოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის, დოქტორ ლუბნა ალ შაალის თქმით, მონაცემთა შენახვის ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობდა შეუცვლელი, დეცენტრალიზებული და დაშიფრული მონაცემთა ბაზის დაცვასა და მონაცემთა გადამოწმებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი