ბელგიური გაზეთის De Tijd-ის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბელგიის ეკონომიკურმა ინსპექციამ 2019 წელს კრიპტოვალუტის თაღლითობის გამო 2.94 მილიონი ევრო (3.2 მილიონი აშშ დოლარი) დაკარგა.
2018 წელს ბელგიის ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის ზედამხედველმა უწყებამ კრიპტოვალუტების თაღლითური ვებ-გვერდების სია გამოაქვეყნა. შავ სიას 113 ახალი საიტი შეემატა.
მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ მიუხედავად მისი წინასწარი გაფრთხილებისა, იგი კვლავ აგრძელებს საჩივრების მიღებას იმ ინვესტორებისგან, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.
“პრინციპი იგივე რჩება: ისინი შემოგთავაზებენ ინვესტიციებს, რომლებზეც აცხადებენ, რომ უსაფრთხო, მარტივი და ძალიან მომგებიანია. ისინი აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს ინვესტიციებს მართავენ პროფესიონალები არიან. საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის იგივეა: დაზარალებულები საკუთარ ფულს ვერ იბრუნებენ”,- ნათქვამი იყო მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კრიპტოვალუტის თაღლითობებისა და ქურდობის გლობალური დანაკარგები მასიურად გაიზარდა 2019 წელს. მიუხედავად თაღლითური კრიპტო სქემების აღმოჩენის არაერთი მცდელობისა, ბელგიამ ვერ შეძლო ასეთი დიდი რაოდენობის თანხის დაკარგვის თავიდან არიდება.