SBI Holdings–ის აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიებს რიპლის გამოყენებისკენ მოუწოდა

0
1375

იაპონიის ფინანსური გიგანტის SBI Holdings–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოშიტაკა კიტაომ სხვა კომპანიებს რიპლისთან პარტნიორობის შესახებ რეკომენდაცია მისცა. იოშიტაკა კიტაოს ამ რეკომენდაციაზე ნაწილობრივ იქონია გავლენა იაპონიის მიერ COVID-19-ის პანდემიის მართვამ.

იოშიტაკა კიტაო ასევე არის რიპლის საბჭოს წევრი. მან მედიასთან საუბრის დროს ისაუბრა კორონავირუსის პანდემიის დროს ციფრული ვალუტის პოზიტიური როლის შესახებ.

”სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების რიპლის ქსელში დამატებით საერთაშორისო გადასახადის რაოდენობა გაიზრდება”,-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს იაპონიის ფინანსური გიგანტის SBI Holdings–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ SBI Holdings-მა თავის ანგარიშებში არაერთხელ აღნიშნა რიპლის გადარიცხვების ეფექტურობა.

ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში SBI ხაზს უსვამს, რომ რიპლი და Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიის სტრატეგიის ძირითადი ნაწილია, რათა გლობალური სტანდარტი ფინანსური ოპერაციებისთვის უზრუნველყოფილი იყოს.

დაახლოებით ერთი წლის წინ მედიით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ SBI Holdings-ი ინვესტიციას კრიპტოვალუტის ბირჟა LastRoots-ში განახორციელებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი