ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი JPMorgan-თან თანამშრომლობს

0
896

ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი JPMorgan-ის Blockchain-ს და ტოკენს ცდის.

ბაჰრეინი ჯერჯეორბით ბოლო ქვეყნააა, რომელიც იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, რომლებმაც შეისწავლეს და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყეს.

ბაჰრეინის დახმარება ამ სფეროში ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა JPMorgan-მა იკისრა. ბაჰრეინი ამ ეტაპზე, სწორედ JPMorgan-ის საკუთრებაში არსებულ ციფრულ ვალუტას იყენებს.

ბაჰრეინის ცენტრალურმა ბანკმა (CBB) ციფრული გადახდების ტესტი JPMorgan-ის Blockchain-ზე წარმატებით დაასრულა.

ტესტში მონაწილეობდა ორი სხვა ინსტიტუტიც, მანამაში დაფუძნებული საერთაშორისო ბანკი Bank ABC-ი და ბაჰრეინის ეროვნული ალუმინის ქარხანა, Aluminium Bahrain, ასევე ცნობილი როგორც Alba.

ტესტმა ბანკ ABC-ს საშუალება მისცა გადახდები რეალურ დროში ეწარმოებინა.

გადახდა Alba-ს კოლეგებთან შეერთებულ შტატებში JPM Coin-ის, Blockchain-ზე დაფუძნებული გადახდების სისტემისა და შეერთებული შტატების დოლარზე მიბმული სტაბილკოინის გამოყენებით განხორციელდა.

„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ამ ტესტის წარმატება, რომელიც შეესაბამება ჩვენს ხედვასა და სტრატეგიას”,- განაცხადა ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი