ვაიომინგის შტატმა კრიპტოვალუტის კლასიფიცირების საკითხზე კანონპროექტი შეიმუშავა

0
1808

ვაიომინგის შტატის კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტის კლასიფიცირებას გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად წარადგინეს.

კანონპროექტი ორ ძირითად კრიტერიუმს მოიცავს: ციფრული სამომხმარებლო აქტივები, ციფრული ფასიანი ქაღალდები და ციფრული ვალუტა. კანონპროექტი განსაზღვრავს კრიპტოვალუტას, როგორც არამატერიალური პირად საკუთრებას, რომელსაც იგივე ფუნქცია აქვს, რაც ტრადიციულ ვალუტას.

შემოთავაზებული კანონპროექტი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკებს უზრუნველყონ სექტორის თანმიმდევრული მომსახურეობა. შემუშავებული კანონმდებლობა ასევე საშუალებას აძლებს ბანკებს კვალიფიცირებული კადრები აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ ბანკში იყვნენ წარმოდგენილნი.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაიომინგის შტატი ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტასთან და Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისთვის მეტი ლიბერალიზმის მინიჭებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ შტატი განსაკუთრებით დაინტერესებულია Blockchain ტექნოლოგიით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Blockchain-ის გამოყენება ვაიომინგის მთავრობის ადმინისტრაციაში იგეგმება.

გასულ წელს კი ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას სახელმწიფო გადასახადებისგან ათავისუფლებს, ხოლო ფასიანი ქაღალდების მიმართ დაწესებულ რეგულაციებს ამცირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი