ბიტკოინის საინვესტიციო გიგანტი Grayscale-ი ევროპაში ბიზნესის გაფართოებას იწყებს

0
783

Grayscale-მა ევროპაში თავისი პირველი ETF-ის, სახელწოდებით Grayscale Future of Finance UCITS ETF-ი, ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა.

ახალი საინვესტიციო პროდუქტი, მსხვილ ევროპულ საინვესტიციო სიებსა და საფონდო ბირჟებზე დაემატება. მათ შორის იქნება ლონდონის საფონდო ბირჟა, Borsa Italiana და ასევე Deutsche Börse-ის ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმა Xetra.

ახალი პროდუქტი განთავსდება GFOF სიმბოლოს ჩამონათვალში.

აღსანიშნავია, რომ პროდუქცია Bloomberg-თან პარტნიორობის შედეგია. Bloomberg Grayscale Future of Finance-ი კი ინდექსის მუშაობას აკონტროლებს.

აღნიშნული პროდუქტი Bloomberg-მა და Grayscale-მა ერთობლივად, ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ მისი მიზანი ციფრული ეკონომიკის თვალყურის დევნება, ტექნოლოგიებზე დასმული აქცენტი, ფინანსები და ციფრული ვალუტების სხვა მიმართულების შესწავლა იყო.

განცხადების თანახმად, ახალი ETF მოიცავს კომპანიებს, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგში უშუალოდ მონაწილეობენ, ასევე ჩართულნი არიან ენერგიის მენეჯმენტსა და ციფრული აქტივების ეკოსისტემაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი