HSBC ბანგლადეში Blockchain ტექნოლოგიას სინგაპურიდან 20,000 ტონა ნავთობის იმპორტისთვის გამოიყენებს.
HSBC ბანგლადეშმა დაასრულა ქვეყნის პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა.
გლობალური საბანკო ფირმის HSBC ბანგლადეშის ფილიალმა ჩაატარა ქვეყნის პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული გარიგება. გარიგება შედგა Contour DLT პლატფორმაზე United Group-ის შვილობილი, United Mymensingh Power, კომპანიის დახმარებით, რათა 20,000 ტონა ნავთობის იმპორტი განხორცილებულიყო.
HSBC ბანგალადეშის აღმასრულებელმა დირექტორმა, მად მაჰუბ ურ ურმანმა აღწერა, რომ ეს გარიგება გამოხატავს ბანკის ვალდებულებას ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მხარდაჭერაზე უახლესი ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენებით.
”მე მჯერა, რომ ეს საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციების მარშრუტის ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება, რადგან ბიზნესი და მთავრობები აღიარებენ გამჭვირვალობას, უსაფრთხოებას და სისწრაფეს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით”,- აღნიშნა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გლობალური გადასახადების სერვისის SWIFT-ის შეფასებით, 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ბანკის ვაჭრობა პლატფორმის გამოყენებით 34 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.