ალტკოინების კურსი გაზრდილია

0
1546

5 ნოემბერს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ფასის ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა ეთერიუმის კურსზე.

4 ნოემბერს ეთერიუმზე ვაჭრობა 387 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 400 დოლარის დონეს ასცდა და 407 დოლარზე დაფიქსირდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 377 დოლარი იყო. დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 402 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 403 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასმა 5.57%-ით მოიმატა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 244 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 244 დოლარი იყო. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 232 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 241 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 280 დოლარამდე მიაღწიოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 243 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 4.41%-ით არის გაზრილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი