ახალ ზელანდიაში დაფუძნებული კომპანია კრიპტოვალუტას გამოუშვებს

0
1248

ახალ ზელანდიაში მოღვაწე კომპანია საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას იწყებს.

ოკლენდში დაფუძნებული ფინანსური მომსახურების პროვაიდერმა Techemynt-მა განაცხადა, რომ სტაბილკოინის გამოშვებას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი ზელანდიის დოლარით იქნება მხარდაჭერილი. Techemynt–ის განცხადებით კომპანია იწყებს კრიპტოვალუტის გამოშვებას, რომელიც 1: 1-ზე იქნება ახალზელანდიური დოლარით განსაზღვრეული. პროგრამული უზრუნველყოფა კი ეთერიუმის Blockchain-ით ექნება.

Techemynt-ი არის ფინანსურ მაკონტროლირებელ ორგანოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ასევე სამთავრობო ორგანოებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს.

კომპანიის განცხადებით, ისინი 100,000 ახალზელანდიური დოლარის ექვივალენტს ყველა მომხმარებელს შესთავაზებენ. ეს თანხა დაახლოებით 70,000 ამერიკული დოლარია. Techemynt–ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიის მიზანი მომხმარებლებისათვის მეტი სტაბილურობის შეთავაზებაა.

”ახალი ზელანდიის დოლარის პოპულარობასა და კრიპტო სექტორის მრავალფეროვნებას შორის, Techemynt-მა გადაწყვიტა, რომ ეს იდეალური დროა ბაზარზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და სივრცის შესავსებად”,-აღნიშნა Techemynt–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენ შტრაინარმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს ახალი ზელანდიის საგადასახადო ორგანოებმა ბრძანება გამოსცეს, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტის შემოსავლები ლეგალურად ცნეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი