აშშ-ში დაფუძნებული კრიპტო ბირჟა Binance US-მა შექმნა ახალი „საგამოძიებო განყოფილება“.
განყოფილების ახალ ხელმძღვანელად, FBI-ს ყოფილი სპეციალური აგენტი აირჩია, რომლის სამსახურეობრივი მიზანი პლატფორმაზე უკანონო საქმიანობის ძიება და შეჩერება იყო.
„საგამოძიებო განყოფილება არის სრულიად ახალი განყოფილება აშშ-ს კრიპტო ბირჟაზე”,- დაადასტურა კომპანიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა კრიშნა ჯვვადიმ მედიასთან საუბრის დროს.
აღნიშნული სამსახურისთვის კი FBI-ის ყოფილი აგენტი BJ Kang-ი იდეალურ კანდიდატად დასახელდა.
ახალი განყოფილება და მისი ხელმძღვანელი პარტნიორობას სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებლებს და სხვა ბირჟებსაც კი გაუწევს, რათა მოიძიოს და შეაჩეროს უკანონო საქმიანობა თავის პლატფორმაზე.
უკვე ყოფილი აგენტი ახალ სამსახურში გამოძიების ინფრასტრუქტურას Binance US-ისთვის შექმნის.
აღსანიშნავია, რომ Binance US-მა გასული წლის განმავლობაში იურიდიული შესაბამისობის ოპერაციები მნიშვნელოვნად გააძლიერა.