სტიუარტ ალდეროტი: რიპლიმ SEC-ს სასამართლო დავა მოუგო

0
852

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია Ripple მიუახლოვდა გამარჯვებას აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასთან (SEC) მიმდინარე ბრძოლაში.

Ripple-ის გენერალურმა მრჩეველმა სტიუარტ ალდეროტიმ Twitter-ზე დაადასტურა, რომ მათ საბოლოოდ აქვთ გამამართლებელი დოკუმენტები 18 თვისა და 6 სასამართლო ბრძანების შემდეგ. თუმცა მან აღნიშნა, რომ ისინი SEC-ის დაჟინებული მოთხოვნით კონფიდენციალური დარჩება.

”ღირდა ბრძოლა გამარჯვების მოსაპოვებლად. მე ყოველთვის კარგად მესმოდა ჩვენი სამართლებრივი არგუმენტების სანდოობის და ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება მარეგულირებლის სასამართლო ბრძოლის ტაქტიკას, არასდროს მომწონდა და ახლა კიდევ უფრო მეტად არ მომწონს ის”,- აღნიშნა სტიუარტ ალდეროტიმ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის მიერ მოპოვებული საბუთი 2018 წლის SEC-ის განყოფილების ყოფილი დირექტორის უილიამ ჰინმანის გამოსვლას ეხება.

გამოსვლა Ethereum-ის სტატუსს შეეხებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ფინანსური მარეგულირებელი, ყველანაირად ცდილობს, რომ დოკუმენტები საიდუმლოდ დარჩეს.

Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა Twitter-ზე განაცხადა, რომ SEC-ის საქციელი სამარცხვინო და შოკისმომგვრელი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი