კოლორადოს შტატი Blockchain-ის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

0
2455

კოლორადოს შტატში Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კანონპროექტი მზადდება. კანონპროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში Blockchain-ის დანერგვა იგეგმება.

კანონპროექტი, რომელიც ოთხმა სენატორმა შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სფეროს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას სთავაზობს. ჯგუფი სოფლის მეურნეობაში Blockchain-ის დანერგავს.

როგორც ცნობილია Blockchain-ზე მოხდება ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა გადამოწმება და ორგანული პროდუქტების სერტიფიცირება.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო ჯგუფის მხრიდან კანონპროექტზე საბოლოო მუშაობა და მსჯელობა მომავალი წლის იანვრისა და აპრილის შუალედში უნდა დასრულდეს.

კოლორადოს შტატის წარმომადგენლების მიერ მომზადებული კანონპროექტი სოფლის მეურნებაობაში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არ არის.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ავსტრალიის მთავრობამ 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე იყო დაფუძნებული შაქრის მიწოდების სისტემაში ჩაუშვა.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავდნენ, Blockchain-ზე დაფუძნებული შაქრის მიწოდების სისტემა არის შაქრის ინდუსტრიის მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი.

Blockchain ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მყიდველმა ნათლად დაინახონ, თუ სად და როგორ ხდება შაქარის საკვებად გამოსადეგი სახის მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი