ჯორჯია რიგით მეორე შტატია, რომელიც გადასახადების ბიტკოინში მიღებას განიხილავს

0
2076

ჯორჯიის შტატის ორმა სენატორმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც შტატის მოქალაქეებს ნებას რთავს გადასახადები ბიტკოინით გადაიხადონ.

როგორც ცნობილი გახდა, 21 თებერვალს სენატორებმა მაიკლ უილიამსმა და ჯოშუა ემქუნმა აღნიშნული ღონისძიების შესახებ შტატის შემოსავლების დეპარტამენტს აცნობეს. საუბარია გადასახადების თანამედროვე სისტემაზე, სადაც ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ხდება გადახდა.

“კომისარი ვალდებულია მიიღოს საგადასახადო და სალიცენზიო მოსაკრებლის გადასახადი ნებისმიერ კრიპტოვალუტაში, მათ შორის ბიტკოინში”,-აღნიშნულია კანონპროექტში.

ჯორჯიის შტატის კანონპროექტი არიზონას საკანონმდებლო ორგანოში განსახილველი კანონპროექტის თანმდევი მოვლენაა.

არიზონას შტატის კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუ კანონი დამტკიცდა მაშინ არიზონა აშშ-ს პირველი შტატი იქნება, რომელიც გადასახადებს ბიტკოინში მიიღებს.

მიუხედავად არიზონას შტატის წინადადებისა, არ არსებობს გარანტია, რომ ჯორჯიის შტატი მიიღებს კანონპროექტს.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-ჰემფშირის დეპუტატმა ჯერ კიდევ 2016 წელს წარადგინა კანონპროექტი გადასახადების კრიპტოვალუტით გადახდის შესახებ, მაგარამ წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დაბლოკა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი