“აშშ-ს, სტაბილკოინის შექმნით, არ სურს ტრადიციულ ფულად სახსრებზე უარის თქმა”,- განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ.
ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება მალე დადგეს დრო, როდესაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკურ დოლარს ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის კომენტარები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ეს ასე არ მოხდეს.
Bloomberg–ის სტატიის თანახმად, თავმჯდომარის მიმართვა ჩაწერეს და მოგვიანებით შვეიცარიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე წარადგინეს. ღონისძიება ჩაატარა გადასახადებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტმა.
თავის მოხსენებაში პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა სხვა ქვეყნის ექვს ცენტრალურ და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ერთად შეადგინეს ანგარიში. ანგარიშში სტაბილკოინის სიცოცხლისუნარიანობა სამთავრობო მიზნებიდან გამომდინარე შეაფასეს.
”რაც შეეხება დღევანდელ თემას, მოხსენებაში ხაზგასმული სამი ძირითადი პრინციპიდან ერთ–ერთია ის, რომ სტაბილკოინს მოქნილ და ინოვაციურ გადახდის სისტემაში სჭირდება თანაარსებობა ნაღდ ფულთან ერთად”,- განაცხადა ჯერომ პაულემა.
შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ჩინეთმა და ბაჰამის კუნძულებმა სტაბილკოინები უკვე შექმნეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სტაბილკოინის საკითხს უფრო ფრთხილად ეკიდება.