აშშ-ს სახაზინო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა სტაბილკოინების რეგულაცია.
შეერთებული შტატების სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა, ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა სტაბილკოინზე ფინანსური სტაბილურობის რისკების მოსაგვარებლად თანმიმდევრული ფედერალური სისტემის შემუშავებისკენ.
კონგრესში, სენატის საბანკო კომიტეტის მოსმენაზე ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს წლიური ანგარიშის შესახებ საუბრისას, ილენმა ბოლოს დაფიქსირებული პოზიცია დაიცვა, რომელიც სტაბილკოინების მარეგულირებელი ბაზის შექმნის აუცილებლობას შეეხება.
გარდა ამისა, ხაზინის მდივანმა კომენტარი გააკეთა TerraUSD-ზე (UST), რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე სიდიდით მესამე სტაბილკოინია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.
”ვფიქრობ, TerraUSD-თან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ნათლად გვიმტკიცებს, რომ ეს არის სწრაფად მზარდი პროდუქტი და რომ არსებობს ფინანსური სტაბილურობის რისკები და ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სისტემა,” – განაცხადა ჯანეტ იელენმა.
მოსმენისთვის თავის წერილობით ჩვენებაში, ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭო მუშაობდა ანგარიშზე ციფრული ვალუტების შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად.