იაპონიის ერთ-ერთი ქალაქი სასკოლო ცხოვრებაში Metaverse-ს დანერგავს

0
763

იაპონიის ქალაქმა ტოდამ, მიიღო Metaverse სკოლის სერვისი სწავლების ერთ-ერთ მეთოდად, რათა წაახალისოს მოსწავლეები – განსაკუთრებით ისინი, ვინც სკოლიდან მოშორებით ცხოვრების გამო ვერ ახერხებნ გაკვეთილებზე დასწრებას.

ქალაქ ტოდას მიერ არჩეული სასკოლო სერვისი სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ვირტუალურ კლასებში. თუმცა, მოსწავლეებმა უნდა მიიღონ თანხმობა შესაბამისი სკოლის დირექტორებისგან Metaverse-ის სწავლის გზით დასწრებისთვის.

სამთავრობო მონაცემებმა აჩვენა, რომ 244,940 იაპონელი დაწყებითი და უმცროსი საშუალო სკოლის მოსწავლე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში არ დასწრებია გაკვეთილს.

ადგილობრივმა მედიამ აღნიშნული პროექტის არსებობა დაადასტურა და დაწერა, რომ ონლაინ სწავლებისადმი ინტერესი განსაკუთრებით მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს.

პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ სკოლაში სიარულს, თუმცა ყველას ჰქონდა ერთი საერთო სურვილი, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს.

შესაბამისად ქალაქი ტოდას Metaverse-ის სწავლების მეთოდი საკმაოდ აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, არამხოლოდ ლოკალურად. საცდელი პერიოდის ჩავლის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ მეთოდს გლობალურად დანერგავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი