კოლორადოს წარმომადგენელმა სენატორმა ჯონ ჰიკენლუპერმა საჯარო წერილი გაუგზავნა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე გარი გენსლერს და კრიპტო ბაზრისათვის მკაფიო წესების შემუშავებისკენ მოუწოდა.
უფრო კონკრეტულად ჰიკენლუპერმა წერილში SEC-ს მოუწოდა, მიეღო ზომები მარეგულირებელ საკითხებზე, რომელთა შორისაცაა კრიპტოვალუტების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაითვლება ფასიან ქაღალდებად, დააწესოს სავაჭრო პლატფორმების რეგისტრაციის სახელმძღვანელო მითითებები.
ამასთანავე, უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციის გამჟღავნებაა საჭირო იმისათვის, რომ ინვესტორები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი.
სენატორის თქმით, მთავრობის მხრიდან კოორდინირებული მარეგულირებელი ჩარჩოს ნაკლებობამ გამოიწვია არათანაბარი აღსრულება, მაშინ როდესაც SEC არის სააგენტო რომელიც კარგად არის პოზიციონირებული მარეგულირებელი სახელმძღვანელოების შეთავაზებისთვის.
„ამ საკითხების სირთულის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ზოგიერთი ციფრული ვალუტა ფასიანი ქაღალდებია, ზოგი შეიძლება იყოს საქონელი და სხვები შეიძლება ექვემდებარებოდეს სრულიად განსხვავებულ მარეგულირებელ რეჟიმს. ახლა საჭიროა ოფიციალური მარეგულირებელი პროცესი. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკის შემუშავებას და საშუალებას მისცემს SEC-ს შეაგროვოს შეხედულებები და მომხმარებელთა მოთხოვნილებეი განსაზღვროს”, – განაცხადა კოლორადოს სენატორმა.