შვეიცარიაში დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

0
1706

შვეიცარიაში დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია Tiberius Group AG-ი აპირებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას, რომელიც ლითონით იქნება გამყარებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია კომპანია Blockchain-ზე დაფუძნებულ მონეტას გამოუშვებს, რომელიც გამყარებული იქნება სპილენძით, ალუმინით, ნიკელით, კობალტით, კალით, ოქროთი და პლატინით.

“იმის ნაცვლად, რომ ციფრული ვალუტა მხოლოდ ერთი ლითონით იყოს გამყარებილი ჩვენ მიერ შერჩეული ლითონების მთლიანობა მონეტის ფასის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელიც იქნება”,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუზეპე რეფალომ.

რეფალომ ასევე აღნიშნა, რომ მონეტის ღირებულება დაახლოებით 0.70 დოლარი იქნება და გაიყიდება შვეიცარიის კანონმდებლობის სრული დაცვით.

კომპანია უკვე იტყობინება, რომ ესტონურმა კრიპტოვალუტის ბირჟამ LATOKEN-მა თავის ჩამონათვალში Tiberius Group AG-ის მონეტა უკვე დაამატა.

როგორც Tiberius Group AG-ის აღმასრულებელი დირექტორი იტყობინება კომპანია ყველანაირად დააკმაყოფილებს მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი