ვაიომინგის რესპუბლიკელი სენატორი სინტია ლუმისი ამტკიცებს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) კანონს არღვევს და კრიპტო ბანკების განცხადებების დამუშავებას აჭიანურებს.
Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლუმისმა განაცხადა, რომ Fed-ი უსამართლოდ ეპყრობოდა სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო ინსტიტუტებს, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც Blockchain ბანკები.
სინტია ლუმისმა თავის რესპუბლიკელ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ მხარდაჭერა Fed-ის თავმჯდომარის, ჯეი პაუელის მიმართ, რომლის კანდიდატურაც პრეზეიდენტმა ბაიდენმა ხელახლა, 23 ნოემბერს წარადგინა.
2019 წლის თებერვალში, ვაიომინგის შტატის საკანონმდებლო ორგანომ Blockchain ბანკების არსებობა ლეგალურად ცნო.
2020 წელს ვაიომინგის ორმა Blockchain ბანკმა საბანკო წესდება მიიღო. ამ ორი ბანკიდან ერთ-ერთი Avanti იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ვაიომინგის შტატის საბანკო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი Avanti-ს ბანკის წესდებას.
შეგახსენებთ, რომ ვაიომინგის შტატმა კრიპტოვალუტის კლასიფიცირების საკითხზე კანონპროექტი ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში შეიმუშავა.
კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკებსაც, რომ უზრუნველყონ სექტორის თანმიმდევრული მომსახურეობა.