DappRadar-ი : 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვირტუალური მიწა გაყიდულია

0
1213

DappRadar-ის მონაცემების მიხედვით, Blockchain-ზე დაფუძნებულმა ოთხმა Metaverse პროექტმა გასულ კვირას 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვირტუალური მიწის გაყიდვები განახორციელა.

დეცენტრალიზებული აპლიკაციების ანალიტიკური კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე, აქტივების “ბუმი” იყო The Sandbox-ზე, Decentraland-ზე, CryptoVoxels-სა და Somnium Space-ზე, მათ შორის 105.8 მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო მოცულობა დაფიქსირდა.

”უდავოდ, Metaverse land-ი არის შემდეგი „დიდი ჰიტი“ NFT-ის სივრცეში. გაყიდვების რეკორდული რაოდენობა და მუდმივად მზარდი NFT-ის ფასები, ვირტუალური სამყარო – ეს ყველაფერი არის ახალი მთავარი პროდუქტი კრიპტო სივრცეში”,- აღნიშნული იყო განცხადებაში.

Sandbox-მა ლომის წილი მიიღო აღნიშნულ ვაჭრობაში, რა დროსაც კომპანიამ 86.56 მილიონი დოლარი შეაგროვა. Decentraland-მა 15.53 მილიონი დოლარის, CryptoVoxels-მა 2.68 მილიონის, ხოლო Somnium Space-მა 1.1 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე პროექტი ეთერიუმის Blockchain ტექნოლოგიაზეა აგებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი