სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის მოგებაზე გადასახადის დაწესება 2025 წლისთვის გადადო

0
812

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეის მთავრობამ, 20%-იანი საგადასახადო კანონი კრიპტოვალუტის მოგებასთან მიმართებაში ორი წლის ვადით გადადო.

კრიპტო მოგებაზე 20%-იანი გადასახადი 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, მაგრამ გადასახადის შემოღება 2025 წლამდე გადაიდო.

მთავრობის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ, თავიანთი ახალი საგადასახადო რეფორმის გეგმების შესახებ განაცხადეს, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც სწორედ კრიპტოვალუტის მოგებაზე გადასახადის დაწესება იყო.

გადასახადის დაწესების გადადების მიზეზად მთავრობის წარმომადგენელმა მიმდინარე ბაზრის სტაგნაცია დაასახელა. თუმცა მიზეზებს შორის იყო ინვესტორების დაცვის საკითხიც.

როგორც ვიცით, აღნიშნული 20%-იანი გადასახადის კანონი იაპონიაში უკვე არსებობს. თუმცა სხვა საკნონმდებლო ჩარჩოთია შემოთავაზებული და ეს უკანასკნელი წლის ბოლომდე აქტიური დარჩება. აღსანიშნავია, რომ ამ კანონით მიღებუი საგადასახადო შემოსავლები 2,5 მილიონ ვონს (1900 აშშ დოლარს) შეადგენს.

კრიპტოვალუტის მოგებაზე 20%-იანი გადასახადის დაწესების კანონის ჩარჩოს შეცვლას იაპონია თითმის ერთი წელია ცდილობს. თავდაპირველად, ის 2022 წლის ივნისში უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ის 2023 წლამდე გადადეს.

უახლესი ინფორმაციით კი ის 2025 წლის იანვარში გახდება მოქმედი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი