ტექსასის შტატის ფასიანი ქაღალდების საბჭომ დანიშნა მოსმენა, რომელიც ეხება კრიპტო სესხის გამცემ კომპანია Celsius Network–ს. მოსმენის მიზანია, რომ შტატისა და ფედერალურ დონეზე არალიცენზირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა შეწყდეს.
ნიუ-ჯერსიის ფასიანი ქაღალდების ბიურომ უბრძანა პლატფორმას შეეწყვიტა კრიპტოვალუტის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა.
დოკუმენტაციის თანახმად, ტექსასის მარეგულირებელი ორგანო ჩაატარებს მოსმენას, რომელიც დაკავშირებულია ბრალდებებთან, რომ Celsius Network-ი ტექსასში ფასიან ქაღალდებს ჰყიდის, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ან ნებადართული.
თუ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პლატფორმის შეთავაზებები წარმოადგენდა არალიცენზირებულ ფასიან ქაღალდებს, Celsius Network-ი იძულებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და მუშაობა შეწყვიტოს.
იმავე დღეს, ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურომ განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება კომპანიის საქმიანობის დროებით შეჩერების მიზნით.
სახელმწიფო მარეგულირებლის თანახმად, პლატფორმამ აღნიშნული არარეგისტრირებული გაყიდვებიდან დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი შეაგროვა.