ფრენკ ჰოლმსი: 2021 წელი ციფრული ვალუტისთვის მომგებიანი იქნება

0
1869

ანალიტიკოსების ნაწილი პროგნოზირებს, რომ 2021 წელი კრიპტოვალუტის განვითარებისთვის წარმატებული იქნება.

Kitco News-თან ინტერვიუში ანალიტიკოსმა, ფრენკ ჰოლმსმა განაცხადა, რომ იგი ელოდება კრიპტოვალუტების, ბიტკოინისა და ეთერუმის, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ხალხთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინის ფასი იზრდება, რასაც ყველა არსებული პროგნოზი ვარაუდობს, და ოქროც იმყარებს ადგილს, ამიტომ მსოფლიო საინტერესო ჭიდილის მომსწრე გახდება. ანალიტიკოსის აზრით, 2021 წელი ფინანსური სექტორისთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.

ჰოლსმა ასევე დასძინა, რომ ბიტკოინს სულ უფრო მეტი ადამიანი ეცნობა და მოიხმარს ყოველდღიურად. გარკვეული რაოდენობა ამ საზოგადოებისა, მას სამომავლოდ მოიხმარს, რაც აღნიშნული ვალუტის განვითარებას დიდად უწყობს ხელს.

ფრენკ ჰოლმსის აზრით, ბიტკოინი უფრო მიმზიდველია საზოგადოებისათვის, მისი ძირითადი პრინციპების გამო.

”საფულეების რაოდენობა, ადამიანები, რომლებიც ბიტკოინს მოიხმარენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ხვალ, თუ მსოფლიოს ყველა ოქროს მაღარომ თქვა, რომ ჩვენ მომარაგებას 50%-ით შევამცირებთ, გარწმუნებთ, რომ ოქრო 10,000 დოლარი იქნება”,-აღნიშნა ანალიტიკოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი