ალტკოინების ფასები გაზრდილია

0
333

29 ივლისს ციფრული ვალუტების ფასები გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

29 ივლისს, დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 155 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

გუშინ კი კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 155 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 163 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 148 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 152 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 200 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა კვლავ 130 დოლარამდე დაიკლოს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ბიტკოინ Cash-ის კურსის მსგავსად ლაიტკოინის ფასმაც მოიმატა. კვირის განმავლობაში ალტკოინის კურსი 64 დოლარზეც კი დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ფასი 60 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია კრიპტოვალუტის კურსის 85 დოლარამდე გაზრდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი