ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი: აშშ-მ გლობალური ვალუტის სტატუსი უნდა შეინარჩუნოს

0
1244

“აშშ-მ დოლარის გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოს”,- აცხადებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი.

ცენტრალური სარეზერვო სისტემის მმართველი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები უნდა მოექცეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის განვითარების სათავეში, რათა აშშ-მ დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის, განმტკიცება მოახერხოს.

განცხადებაში, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველმა, ლაელ ბრეინარდმა დაადასტურა, რომ სტაბილკოინის პროექტებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური ბანკი ყურადღებას ამახვილებს სტაბილკოინის განვითარების ოთხ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: ციფრული ფულის მზარდი როლი, ციფრული გადასახადების შემოღება, ტრანსასაზღვრო გადარიცხვებში სტაბილკოინის გამოყენება და რისკების შეფასება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ნაღდი ფულიდან ციფრულ ვალუტაზე გადასვლის მიზეზებზე. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა.

სარეზერვო სისტემის მმართველმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის შიდა მეურნეობებში ციფრული ვალუტის მოხმარება ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი